ტომ კრუზი ახალ ფილმში „მთხრელი“(Digger), ფაქტობრივად, ამოუცნობია.
კრუზი მთავარი გმირის - სამხრეთელი ნავთობის მაგნატის, დიგერ როკველის როლს ასრულებს. 13 ივლისს გამოსულ ტრეილერში მსახიობი სრულიად ახალი იმიჯით წარდგა. მან თავისი საფირმო წაბლისფერი თმა და წარბები თეთრად შეიღება.
ფილმისთვის სრული ტრანსფორმაციის მისაღწევად, მან სახისა და სხეულის პროთეზებიც გამოიყენა.

დიგერის როლისთვის შექმნილ დრამატულ იმიჯზე საუბრისას, კრუზმა აღნიშნა: "არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც ფიზიკურადაც და გადატანითი მნიშვნელობითაც უფსკრულის პირას დგახარ და ამბობ: "მოდი, ეს გავაკეთოთ. მე შენი მჯერა. ვიცი, რომ ეს დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. მოდი, გავერთიანდეთ და ეს ყველამ ერთად შევძლოთ“.
„მუშაობისას ინსტრუმენტების არსი კარგად უნდა გესმოდეს, აქ ერთიანი ფორმულა არ არსებობს. კომუნიკაციის გზები, ობიექტივები და მაკიაჟის ფერები თავად უნდა იპოვო. მსგავსი ფილმის გადაღებისას დეტალების სიზუსტე უმნიშვნელოვანესია - დაწყებული კოვბოის ჩექმების ფერით, დამთავრებული ჩემი შორტების სტილით. დეკორაციები და მათი ფერები უმაღლეს დონეზეა შესრულებული. ჩემი გმირის გემოვნება მართლაც განსაკუთრებულია", - თქვა მსახიობმა.
ამავდროულად, რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ კრუზის გარდასახვას „გამაოგნებელი“ უწოდა. მისი თქმით, ცვლილება მხოლოდ ფიზიკური არ ყოფილა.
„ალეხანდრო, 40 წელი დამჭირდა, რომ ეს პერსონაჟი გავმხდარიყავიო, მითხრა ერთხელ ტომმა, ვფიქრობ, ორივემ კარგად ვიცით, რას ნიშნავს მთელი კარიერის ერთ კონკრეტულ მომენტში მოქცევა. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენს შემოქმედებით გზაზე აქამდე მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია“, - გაიხსენა რეჟისორმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: