
მოსწავლის ჩაცმულობა სკოლაში მნიშვნელოვანია, რადგან იგი ასახავს როგორც პირად კულტურას, ისე სასწავლო გარემოსადმი პატივისცემას. სკოლებში ჩაცმულობის წესები განსხვავდება ქვეყნის, სკოლის ტიპისა და კულტურის მიხედვით.
გურჯაანის ერთ-ერთი სკოლა სწორედ, იმ შინაგანაწესის გამო მოექცა მედიის და საზოგადოების ყურადღების ქვეშ, რაც მათ მშობლებთან შეთანხმებით მიიღეს.
„სანამ ამ ცვლილებას, დირექტორის ბრძანებით მივიღებდით, შევუთანხმდით მშობლებს და სამეურვეო საბჭოს. საგაკვეთილო პროცესში ასევე აკრძალულია ტელეფონის ქონა, გოგოებს კი გრძელი ფრჩხილებით სიარული აეკრძალათ. ბავშვებიც ცდილობენ, რომ მიჰყვნენ ამ წესებს“, - ამბობს გურჯაანის მე-3 სკოლის პედაგოგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადებული ინგლისის არისტოკრატიისთვის“ - ლელა მებურიშვილი ლონდონის ქუჩებში სეირნობს