Digest Logo

„წამები, როცა სული სხეულს ტოვებს?“ - რეანიმატოლოგმა გამოიკვლია, რა ხდება სიკვდილის მე-4 წუთზე

1782367034
გარდაცვალება

რა ხდება სიკვდილის მე-4 წუთზე: რეანიმატოლოგი კლინიკური სიკვდილის გადამტან ადამიანების შესახებ ინფორმაციებს აანალიზებს.

სემ პარნია, სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის რეანიმატოლოგი, უკვე 15 წელია აგროვებს მონაცემებს. ის კლინიკური სიკვდილის გადამტან ადამიანებს ეკითხება. მის ანგარიშზე 2000-ზე მეტი შემთხვევაა. ის კანონზომიერებას ეძებს და... პოულობს კიდეც.

გულის გაჩერებიდან 1-ელ წუთზე ტვინი კვლავ აქტიურია, ნეირონები მუშაობას განაგრძობენ, ცნობიერება შენარჩუნებულია. ადამიანი ყველაფერს აცნობიერებს, ესმის ექიმების ხმები, მაგრამ პასუხს ვერ სცემს - სხეული პარალიზებულია.

მე-2 წუთზე იწყება ჟანგბადის შიმშილი, მხედველობა ბუნდოვანი ხდება. ბევრი აღწერს გვირაბს სინათლით. ეს არ არის მისტიკა - ბადურა კიდეებიდან ცენტრისკენ კვდება. პერიფერიული მხედველობა პირველი ქრება, რჩება მხოლოდ ცენტრალური წერტილი. ვიზუალურად ეს გვირაბში მოძრაობას ჰგავს.

მე-3 წუთზე ითიშება უმაღლესი ფუნქციები: ლოგიკა, ანალიზი, თვითიდენტიფიკაცია. რჩება მხოლოდ ბაზისური აღქმა. ადამიანი წყვეტს პიროვნებად ყოფნას და ხდება დამკვირვებელი. ეს ხსნის „სხეულიდან გასვლის“ შეგრძნებას - ტვინი კარგავს კავშირს პროპრიოცეფციასთან, წყვეტს სხეულის საზღვრების შეგრძნებას.

მაგრამ მე-4 წუთი - იქ რაღაც უცნაური ხდება.

და მედიცინა ამას ვერ ხსნის. პარნიას კვლევაში მონაწილე 140 ადამიანი, რომლებიც მე-4 და მე-6 წუთებს შორის გააცოცხლეს, ერთსა და იმავე გამოცდილებას აღწერენ. ისინი ამას „შეხვედრას“ უწოდებენ. არა ღმერთთან, არა გარდაცვლილ ნათესავებთან, არამედ - საკუთარ თავთან.

ერთმა 52 წლის ქალმა, რომელსაც ინფარქტი და 4 წუთი და 20 წამი კლინიკური სიკვდილი ჰქონდა, მოყვა: „მე დავინახე საკუთარი თავი. მაგრამ არა სარკეში. შევხვდი საკუთარ თავს, როგორც ცალკე ადამიანს. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. და ის მე - მან ყველაფერი იცოდა. ყველაფერი, რაც დამავიწყდა, რაც ჩავახშე, რაც არ მინდოდა მახსენებოდა. ის თანაგრძნობით მიყურებდა. და მივხვდი - ეს არის ნამდვილი მე, ხოლო ის, ვინც 52 წელი ცხოვრობდა - ეს არის როლი, რომელსაც ვთამაშობდი“.

კიდევ ერთი შემთხვევა - 34 წლის მამაკაცი, გულის გაჩერება ოპერაციის დროს, 4 წუთი და 50 წამი: „მე შევხვდი ადამიანს, რომელიც მე მგავდა, მაგრამ იყო უფრო მშვიდი. უფრო ბრძენი. მან სიტყვების გარეშე თქვა - მე უბრალოდ ვიცოდი მისი ფიქრები, რომ არასწორად ვცხოვრობდი. არა მორალურად არასწორად, არამედ ფუნქციურად. დროს ვკარგავდი იმაზე, რაც მნიშვნელოვანი არ იყო. მან მაჩვენა ცხოვრება, როგორც სრული სურათი, და დავინახე, რამდენი დავხარჯე შიშზე, დაცვაზე, იმის დაგროვებაზე, რასაც აზრი არ აქვს“.

პარნია ამის ახსნას ნეიროქიმიით ცდილობდა. მე-4 წუთზე ტვინი გამოყოფს დიმეთილტრიპტამინის (DMT) - ენდოგენური ფსიქოდელიკის - უზარმაზარ დოზებს. ეს დამცავი მექანიზმია, სისტემის გადატვირთვის ბოლო მცდელობა. DMT იწვევს ჰალუცინაციებს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს. იქნებ „შეხვედრა საკუთარ თავთან“ უბრალოდ მომაკვდავი ტვინის ქიმიური „ტრიპია“?

მაგრამ ამ თეორიას პრობლემა აქვს. ადამიანები, რომლებმაც DMT-ის გამოცდილება რეკრეაციულად (ნარკოტიკული მოხმარებით) მიიღეს, აღწერენ ქაოსს, აბსტრაქციებს, გეომეტრიულ ნიმუშებს, შეხვედრებს „არსებებთან“, მაგრამ არა საკუთარ თავთან.

ხოლო ისინი, ვინც სიკვდილის პირას იყვნენ, აღწერენ სწორედ შეხვედრას საკუთარ პიროვნებასთან, ოღონდ მის უფრო სრულყოფილ ვერსიასთან.

და აი, რა არის ნამდვილად უცნაური - ბევრი მათგანი დაბრუნების შემდეგ რადიკალურად იცვლება.

განქორწინდებიან, იცვლიან პროფესიას, გადადიან სხვაგან. არა ტრავმის, არამედ გააზრების გამო. ისინი ამბობენ: „მე დავინახე, ვინ უნდა ვყოფილიყავი და აღარ შემიძლია, ძველებურად ვაგრძელებდე“.

ამის მიწერა შეიძლება განცდილი სტრესის ფსიქოლოგიურ ეფექტზე. სიკვდილის სიახლოვე პრიორიტეტებს გადააფასებინებს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც მე-4 წუთის შემდეგ?

ისინი, ვინც უფრო ადრე, მე-2-მე-3 წუთზე გააცოცხლეს, ასეთ გამოცდილებას არ აღწერენ. ხედავენ სინათლეს, გვირაბს, სიმშვიდეს. მაგრამ არა - შეხვედრას.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ მე-4 წუთზე ითიშება ტვინის „დეფოლტ-სისტემა“ - ნეირონების ქსელი, რომელიც პასუხისმგებელია თვითიდენტიფიკაციაზე, „მე“-ს შეგრძნებაზე. როდესაც ის ქრება, ქრება ფილტრი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის. მთელი დათრგუნული ინფორმაცია, ყველა ჩახშობილი მოგონება, ყველაფერი, რასაც საკუთარი თავისგან ვმალავთ - ერთბაშად ამოტივტივდება. და ტვინი ამას პერსონიფიცირებას უკეთებს, როგორც ცალკეულ პიროვნებას. როგორც „სხვა მე-ს“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები

⭕„რაც უფრო ღრმად მორწმუნე ხარ, უფრო მეტად მიანდობ შენს სიცოცხლეს უფალს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

წყარო: www.facebook.com