
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სიკვდილამდე ადამიანებს, ყველას საკუთარი ჯვარი გვაქვს სატარებელი, რომელსაც იგი ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე ახსენებს საზოგადოებას.
„დაიჯესტი“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„სიკვდილამდე ჩვენ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, ჩვენ გვხვდება უამრავი უბედურება და სიმწარე. ადამიანი ყველაზე დიდი მანუგეშებელი ჯვარცმული ქრისტეა.
ხან ქონებას კარგავ, ღარიბდები, გიჭირს. მიხვალ ჯვარცმასთან და იქ როგორი გხვდება ქრისტე? სრულიად უქონელი. უკანასკნელ სამოსს წართმეული. ამიტომ წარმოუდგენელია მისი მიმდევარი იყო და მოდას იყვე აყოლილი. ან ხუთ-ხუთი სამოსი, სახლი ან მანქანა გქონდეს.
ხდება რომ საჭმელი გაკლია, სასმელი. ქრისტეს რომ მოსწყურდა ძმარი დაალევინეს. ხოდა ჩვენც უნდა გავუძლოთ.
ხან ცილს დაგწამებენ. რთულია ამის აიტანა. მაგრამ ვის მიუღია ისეთი ცილისწამება, როგორიც ქრისტეს? არავის. მიდი ჯვარცმასთან და შენც გაუძლებ.
ჩვენ ხან სნეულება გვაქვს, ჭრილობები, ვიტანჯებით. ნუგეში ისევ ჯვარცმულია. მისნაირი სატანჯველები და ტკივილები არავის განუცდია.
და ბოლოს, ურთულესი განსაცდელია საყვარელი ადამიანის გარდაცვალება. ამ მწუხარებას მარადიული ცხოვრების იმედით ვუძლებთ. ღმერთკაცი 33 წლისა, ჯვარზე ამისთვის მოკვდა და აღსდგა მკვდრეთით, რომ ყველა გარდაცვლილისთვის აღდგომის დასაბამი დაედო.
უცოდველი ქრისტე ყველა განსაცდელს დუმილით იტანდა, რისთვის? იმისთვის რომ, ჩვენ ცოდვილები, ვინც პროტესტის გარეშე ვატარებთ ჩვენ ჯვარს და მოვითმენთ შიმშილს, ავადმყოფობას, ცილისწამებას, გაჭირვებას, თუ ძვირფასი ადამიანების გარდაცვალებას, იმ ქვეყნად გვანუგეშოს, გვაცხონოს და ნეტარება მოგვანიჭოს“, - წერს მამა ლევან ჯიქური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: