Digest Logo

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენებენ ასე ცხოველის სიკვდილს?

1746895059
ცხოველის სიკვდილი

ადამიანისთვის საყვარელი ცხოველის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. პატრონები როცა ოთხფეხა მეგობარს ემშვიდობებიან, ამბობენ, რომ ის ცისარტყელაზე წავიდა. მოდი, ერთად გავარკვიოთ საიდან მოდის სევდით გაჟღენთილი ეს გამოთქმა და რატომ გახდა ასე პოპულარული?

ლეგენდა ცისარტყელას ხიდზე

როგორც ირკვევა, ფრაზა „წავიდა ცისარტყელაზე“ უკავშირდება ლეგენდას ცისარტყელას ხიდის შესახებ, რომელიც ინგლისურენოვან კულტურაში პირველად XX საუკუნის ბოლოს გავრცელდა პოემის - „The Rainbow Bridge“ საშუალებით.

პოემაში ვკითხულობთ, რომ ძალიან შორს არსებობს ადგილი, რომელსაც ცისარტყელას ხიდი ჰქვია და როდესაც ცხოველი კვდება, მისი სული ამ ხიდზე გადადის. ხიდის მიღმა უსაზღვრო მწვანე მინდვრებია, სადაც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს არც საკვები აკლიათ და არც წყალი და თავს კომფორტულად გრძნობენ.

ამ პოემის ზუსტი ავტორი და დაწერის თარიღი ჯერ კიდევ სადავოა, თუმცა ცნობილია, რომ ის 1980-იან წლებში შეიქმნა და შინაური ცხოველების პატრონებს შორის მალევე გავრცელდა.

რატომ მაინცდამაინც ცისარტყელა?

ცისარტყელა მრავალ კულტურაში გარდასახვის, ზეცასა და დედამიწას შორის კავშირის სიმბოლოა.

ქრისტიანულ ტრადიციაში, ბიბლიური წარღვნის შემდეგ ცისარტყელა ღმერთსა და ადამიანებს შორის შერიგების ნიშანი გახდა.

სკანდინავიურ მითოლოგიაში კი ცისარტყელას ხიდი ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს შორის კავშირად მიიჩნეოდა.

ცხოველთა სიკვდილის კონტექსტში ცისარტყელა მტკივნეული, მაგრამ ნათელი და იმედიანი გადასვლის — ალეგორიად იქცა.

რატომ არის ეს ფრაზა ასეთი მნიშვნელოვანი?

ფრაზა „ცისარტყელაზე წავიდა“ ადამიანებს საყვარელი ცხოველის დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებასთან გამკლავებაში ეხმარება.

2019 წელს ვაშინგტონის შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების თანახმად, შინაური ცხოველის დაკარგვის შედეგ მათ მფლობელთა 85% თითქმის ისეთივე ტკივილს განიცდის, როგორც საყვარელი ადამიანის დაკარგვისას. შესაბამისად, ლამაზი ისტორია ცისარტყელას ხიდზე გვეხმარება მივიღოთ აზრი, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი აღარ იტანჯება და ახლა კარგადაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვიხილეთ წარმოუდგენელი ღვთის გმობა...ეს ისეთი შემთხვევაა სიტყვები ვერ ვიპოვე...“ - მამა საბა ჭიკაიძე დათა თავაძის სპექტაკლზე

🎥 „ვფიქრობ საიდან ამაგდეს...ირაკლის უარი ვუთხარი თავიდან...“ - იმერ და ირაკლი კავსაძეები პროექტ „მიმღერეზე“

 „დაასრულეთ წარსულში დარჩენილი საქმეები და იფიქრეთ განახლებაზე...“ - გიორგი ლობჯანიძე 12 მაისის სავსემთვარეობაზე

წყარო: funtime.ge