Digest Logo

🎥 წინაპრების ცოდვა შენზეც მოქმედებს? - ერეკლე შონიას განმარტება

1774448416
 ერეკლე შონია

ჩვენი წინაპრების მიერ დაშვებული შეცდომები მხოლოდ წარსულია თუ ტვირთი, რომელიც დღემდე მოგვყვება, 
რას ნიშნავს სინამდვილეში, როცა „თაობა თაობას აზიანებს“ და როგორ ვლინდება ჩვენს ცხოვრებაში ოჯახური „ჭაობის საიდუმლო“? - აღნიშნულ საკითხზე მკვლევარი და მეცნიერთა კონგრესის ხელმძღვანელი ერეკლე შონია „ზმნასთან“ საუბრობს:

„ჩვენი წინაპრები ზუსტად ასე ფიქრობდნენ, კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ასეთი შტო სულიერი, დავარქვათ სულიერი ხე, დედის ან მამის მხარე, ამ შტოს გარკვეული დაზიანებები აქვს.

ცხოვრება აქ, დედამიწაზე არ მთავრდება. სულის მარადისობა რეალურად არსებობს. ის სული, როცა აქ მოდიოდა გარკვეულ შტოში ჩაჯდა. აქედან გამომდინარე იმ სულიერ შტოს, როგორც მდინარეს თავისი ნაკადები აქვს. მთელი მდინარის ნაკადი, თევზები, ფლორა, ფაუნა ყველა მდინარის ბუნებაზე ეწყობა. ყველას თავის მახასიათებლები აქვს. ამიტომ ამ შტოში ჩამჯდარი სული იღებს მის მახასიათებლებს.

აქ ზემოთ მოწამლული თემატიკა, მოჰყვება შემდეგ თაობებსაც. როგორც ხეს შეიძლება დაუზიანდეს ფესვები, ან ტოტი მოტყდეს, გახმეს და მოკვდეს, ასევე არის ეს სულიერი შტოც. ამიტომ დიდი დაზიანების მიღების, ან დიდი პასუხისმგებლობის აღების დროს ზიანდება ეს შტო. შეიძლება მთლიან განშტოებასაც დაარტყას.

არის შემთხვევები, როცა მარტო ვაჟებს ურტყამს ან ქალებს. არის სიტუაციები, როცა გადადით თვითონ თაობიდან თაობაზე. გადადის ასევე სულიერ ასპექტში. მოჰყვებათ რაღაც დიდი ცოდვა, შეიძლება მის წინაპრებს ეკლესია ჰქონდეთ დანგრეული. შეიძლება ვიღაც დახვრეტილი ან მოკლული ჰყავთ. რაღაც უსამართლოდ აქვთ გაყოფილი და ა.შ.

ასევე არის მეორე ნაწილი - აქ უკვე მენტალურად, გამოცდილებით მოჰყვებათ ნეგატივი. ცხოვრობენ გარკვეულ შიშში. გადასცემენ ერთმანეთს და უკვე ფსიქიკის დონეზე მუშაობს და არა სულის დონეზე. ასეთი სული უკვე სულიერ ჯანჯღარში არიან ასე ვთქვათ. ან მეორე თემატიკაა - როცა დედამიწაზე გარკვეული კრიზისებია, წმენდაც მიმდინარეობს. რომ არ გადაგვარდეს სულიერი ნაკადები, ამას მოვლა სჭირდება. ზუსტად ამ კრიზისული მომენტების დროს ხდება ასეთი ადამიანების გასვლა. ის ღვთაებრივი სისტემა იწყებს ამ ყველაფრის მოწესრიგებას. შანსს აძლევს, ზოგჯერ რომ გამოფხიზლდეს.

თუ ადამიანი იწყებს გამოფხიზლებას, უფიქრდება რაშია საქმე და რატომ ხდება ეს ყველაფერი მის თავს, იწყება სულიერი გაჯანსაღება და ცდილობს ყოფა შეცვალოს. ეს არის ძალიან დიდი სულიერი ტკივილის პროცესი. სულიერი ზრდა არ არის სასიხარულო პროცესი, თუმცა შედეგი სასიხარულოა. არის მომენტები, როცა უნდა აღიარო, გამოთქვა და მოინანიო შეცდომები.

თაობებით შექმნილი აზრ-ფორმა - ეგრეგორი, ჭაობი შექმნილი ტკივილებით, დააზიანა თაობამ თაობა. იქიდან გამოსვლა არის ძალიან ძნელი. როცა ამ ჭაობიდან გამოსვლას იწყებ, მთელი შტო ცუდადაა. შეიძლება გახდეს შეუძლოდ დედა, შესაძლოა ძმა გიშლის ხელს და გეჩხუბება სულ, უნდა თქვენი რესურსები გამოიწოვოს. მთელი ეს აზრ-ფორმა დაზიანებულია. აქედან ვინმე ერთი რომ იწყებს გამოსვლას, არ უნდა დანარჩენებს მისი გაშვება და ცდილობს ისევ ჩაითრიოს.

ამიტომ თუ ადამიანს ეყო ძალა აქედან გამოძვრეს, დააყენოს თავისი პიროვნული საზღვრები, ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს, შეიძლება ეს ყველაფერი სიყვარულით გაკეთდეს. თუ ძლიერდება და გაძლიერდა - ამ ყველაფერს აჯანსაღებს და იწყებს ჭაობიდან ოჯახის წევრების ამოყვანას.

მთავარია, ასეთმა ადამიანმა დაიწყოს მიმღეობა. ძალიან ძნელი პროცესია, ზოგიერთს შეუძლია ზოგიერთს არა. რადგან ძალიან ბევრი ბრძოლები მოდის ამ დროს. გირტყამენ, არ გენდობიან. იწყება არასწორი მკურნალობა, ონკოლოგიები და ა.შ. ზოგჯერ როცა გამოფხიზლება იწყება, გვიანდება“, - ამბობს ერეკლე შონია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რატომ ეშინიათ ადამიანებს თვალებში ჩახედვის? - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

⭕„პატრიარქის სიყვარულით მიმღები — ღვთის ნების მორჩილებაშია...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე