Digest Logo

🎥 „ცისქვეშეთში ყველაფერი, რაც არის ავი და კარგიც, დაშვებულია ღმერთისგან და ემსახურება ჩვენ გადარჩენას“ - დეკანოზ არჩილ მინდიაშვილი

1736507769
დეკანოზ არჩილ მინდიაშვილი

„შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ წელიწადის ნახევარზე მეტი ჩვენ მარხვაში ვართ. ამაში ცუდი არაფერია, ბევრი მარხულობს, თუმცა არ ესმის რა არის მარხვა. მარხვა არ არ არის მარხვისთვის, ის არის იმისთვის, რომ შეასუსტოს ვნებები ადამიანში“, - ამის შესახებ დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ქადაგებს. 

როგორც სასულიერო პირი ქადაგებს, ყველაფერი რაც არის ავი და კარგიც დაშვებული არის ღმერთისგან და ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების გადარჩენას.

„ცისქვეშეთში ყველაფერი, რაც არის ავი და კარგიც, დაშვებული არის ღმერთისგან და ემსახურება ჩვენ გადარჩენას. თვითკმაყოფილი მაძღარი ადამიანი ცხოველია, წვეთი სინანულისა არ გააჩნია, არის ქედმაღალი, სხვების აბუჩად ამგდები და საკუთარ ეგოისტურ ვნებებს აყოლილი, იგი არაფერს ნანობს და რაც დრო გადის ცოდვებს უფრო ამრავლებს.

ღმერთი ცდუნებებს უშვებს იმიტომ, რომ სულიერად გავძლიერდეთ და განვმტკიცდეთ,“ - ამბობს  დეკანოზ არჩილ მინდიაშვილი. 

იგი ქადაგებაში ასევე სარწმუნოების და ბოროტებასთან ბრძოლის იარაღზე საუბრობს.

„ბოროტებასთან ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი თავმდაბლობაა, რომელსაც ახლავს სინანული და განცდა საკუთარი ცოდვების. სადაც თავმდაბლობაა, იქ ეშმაკს არაფერი ესაქმება.

ჩვენი რელიგია ქრისტიანობა ძალიან ცვლის ადამიანს, არის კაცთმოყვარე და სრულიად სხვადასხვა ცვლილებებს იწვევს ადამიანში,“ - ამბობს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილი. 

უფრო ვრცლად ქადაგება თემაზე - „ბორტთან ბრძოლის იარაღების შესახებ“ ნახეთ ვიდეოში 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა კარგები ხართ…“ - თიკო ჩხეიძე და ნუკრი რევიშვილი აბასთუმანში ისვენებენ

⭕ „ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში... საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“ – ნათია თოდუა

⭕„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან...“ - გიორგი კეკელიძე