Digest Logo

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, რათა სახელმწიფო შეღავათებით ესარგებლა

1735984907
ქორწილი ხელის თხოვა

ავსტრიის ქალაქ გრაცში მცხოვრები წყვილი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, მაგრამ ეს ამის მიზეზი ჭირვეულობა ან ცვალებადი ხასიათი კი არა, ფინანსური ინტერესი გახდა. 

ამჟამად ორივე მეუღლე 70 წელს გადაცილებულია. ისინი პირველად 1982 წელს დაქორწინდნენ და ექვსი წლის შემდეგ განქორწინდნენ.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, განქორწინებიდან 2,5 წლის შემდეგ ქალს შეუძლია ე.წ. ქვრივის პენსია ანუ ერთჯერადი დახმარება მიიღოს.

გამჭრიახმა ცოლ-ქმარმა ამ შესაძლებლობით სარგებლობა გადაწყვიტა. ისინი 12-ჯერ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ, თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე (30 წელი) ერთად ცხოვრობდნენ და სანიმუშო წყვილად ითვლებოდნენ.

მეუღლეების მაქინაციები მხოლოდ 2022 წელს გამოვლინდა. ბოლო განქორწინება, რომელიც დარეგისტრირება მაისში სცადეს, ხელისუფლებამ არ აღიარა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილმა თაღლითობის გზით 326 ათასი ევრო მიიღო. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, წყვილი ბრალს არ აღიარებს და პრესასთან კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია - მას 92 წელი შეუსრულდა

⭕როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი კავსაძე მძიმე სენისგან?

⭕როდის უნდა დავშალოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ მის შემდეგ?

წყარო: funtime.ge