Digest Logo

„წყევლას შეუძლია ადამიანის განადგურება და სრული მოსპობა“ - რას ამბობს მღვდელ მონაზონი ანდრია სარია წყევლის საკითხზე

1729071784
ანდრია სარია

წყევლის საკითხს როგორ უყურებს ეკლესია?  -  აღნიშნულ საკითხზე, მრევლის შეკითხვას მღვდელ მონაზონი ანდრია სარია პასუხობს. მის თქმით, წყევლა გამანადგურებელი და დაუშვებელია.

„მახსოვს, ბებიაჩემი როცა დაგვწყევლიდა ბავშვებს ასეთი თქმა იცოდა, მე კი წყევლით, მაგრამ ჩემი მკერდი გლოცავთო. ეს ცხადია ხუმრობაა და სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის. წყევლას შეუძლია ადამიანის განადგურება და მოსპობა, რადგან ამ დროს ხდება ნეგატიური ინფორმაციის გააქტიურება და გადაცემა სხვა ადამიანზე. ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ იესომ დაწყევლა გველი და მიწა. ახალ აღთქმაში კი დაწყევლა ლეღვის ხე, მაგრამ ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ღმერთმა დაგვიფაროს წყველისგან, და პირიქით ყოველი დღე უნდა იწყებოდეს ლოცვით და ერთმანეთის თანადგომით, სხვაგვარად ჩვენ ერთმანეთს დავკარგავთ და ურთიერთობაში სირთულეები გვექნება. წყევლას შეუძლია ოჯახის სრული მოსპობა და კურთხევას შეუძლია ოჯახების აღმშენებლობა. ერთმანეთზე ვილოცოთ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს“, - ამბობს მღვდელ მონაზონი ანდრია სარია ვიდეომიმართვაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე

⭕წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - ამინდი უარესდება

🎥 რატომ გვაქვს დღის განმავლობაში ძილის გამძაფრებული სურვილი? - ზაზა თელია