Digest Logo

ვინ იყო ქართველი, რომელსაც Porsche 911-ის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის?

1724153373
 ივანე ნიკურაძე

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ისტორიას, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელზე ივანე ნიკურაძეზე, რომელმაც სხვა დიდ მიღწევებთან ერთად „პორშე 911-ის“ შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა.

ივანე ნიკურაძე დაიბადა სამტრედიაში მრავალშვილიან ოჯახში.

1919 წელს ივანე იმ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელთაც ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით, სახელმწიფო თავის ხარჯით უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიდა. ძმები რომ არ დაეშორებინა ახალგაზრდების მამა სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და უნივერსიტეტის რექტორს სთხოვა, მეც მოგეხმარებით სახსრებით და თუ მოხერხდება ალექსანდრეც ძმასთან ერთად გაგზავნეთო.

ასე მოხვდნენ ძმები გერმანიაში. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ გიოტინგენში გამოყენებითი ფიზიკისა და მათემატიკის რამდენიმე გამორჩეული ინსტიტუტი იყო შექმნილი. მათ შორის, პროფესორ პრანდტლის გამოყენებითი მექანიკისა და პროფესორ რუნგეს გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტები. ლუდვიგ პრანდტლი, თანამედროვე ჰიდროდინამიკის, გაზის დინამიკისა და აეროდინამიკის მეცნიერებათა ფუძემდებლად მიიჩნევა. ივანე ნიკურაძე მისი საუკეთესო მოწაფე გახდა.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ ხელი შეუშალა ივანეს სამშობლოში დაბრუნებას. მოგვიანებით გერმანიის მოქალაქე გახდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ივანე ნიკურაძე თავის უმცროს ძმასთან – ალექსანდრესთან ერთად აწარმოებდა ერთობლივ მეცნიერულ გამოკვლევებს ელექტრონული და იონური ტექნიკის ინსტიტუტში, პარალელურად მუშაობდა ჰიდროდინამიკის ისტორიაზე, რადგან ყოველთვის თვლიდა, რომ შეუძლებელია რაიმე არსებითი სიახლის მიღწევა, მთელი ჰიდროდინამიკის განვითარების ისტორიის გათვალისწინების გარეშე. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს ჯერ კიდევ 1942 წელს მიუნხენ–ბერლინში გამოქვეყნებული მისი საგანგებო შრომა, რომელშიც იგი იძლევა „სითხის მექანიკის“ ასე ვთქვათ, მთელ გენეალოგიურ შტოს.

ამის გარდა, პროფესორი ი. ნიკურაძე, როგორც მიუნხენის ე. წ. „მაგისტრთა კოლეგიის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, მონაწილეობას იღებდა მათემატიკის გაკვეთილების დამუშავებაში იმ სპეციალიზებული სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეებს საგანგებოდ ამზადებდნენ შემდგომში საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში სამუშაოდ.

ივანე წარმატებით მუშაობდა აეროდინამიკაშიც, მიუნხენთან ახლოს მდებარე სოფელში. პასიონისტების მამათა მონასტრის სარდაფში იყო უზარმაზარი ლაბორატორია, სადაც იგი მუშაობდა საბრძოლო თვითმფრინავებისა და ატომური ბომბის აეროდინამიკაზე. მან თავის კვალი სამოქალაქო ინდუსტრიაშიც დატოვა, რადგან ივანე ნიკურაძის მოდელი „პორშეს“ ფირმამ მიიღო. ცნობილი მოდელი – 911 მისი ნახაზებითაა გაკეთებული. 70-იან წლებში ევროპაში ცალლიანდაგიანი მატარებელი იყო, რომლის აეროდინამიკური თვალსაზრისი ივანე ნიკურაძის შემუშავებულია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ გერქვა ეჭვით გატანჯული უნდო საცოლე...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა

„სამყარომ მითხრა - გეყოფა ამდენი ტკივილიო და საჩუქრად ოთო გამომიგზავნა“ - რას ამბობს ცისანა სეფიაშვილი