Digest Logo

ვის ეთაყვანებოდნენ რომის დაუმარცხებელი ლეგიონერები, სანამ მსოფლიო ქრისტიანული გახდებოდა? - რას წერს რამაზ გიგაური

1776961261
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადრეული პერიოდის რელიგიებზე წერს:

„☀️ ვის ეთაყვანებოდნენ რომის დაუმარცხებელი ლეგიონერები, სანამ მსოფლიო ქრისტიანული გახდებოდა?

ისტორიას ყოველთვის გამარჯვებულები წერენ. ამიტომ დღეს თითქმის აღარავის ახსოვს იდუმალი, ელიტური საძმო და მზიური ღვთაება — მითრა, რომელიც პირველ საუკუნეებში ახალი რელიგიის ყველაზე მძლავრი და საშიში კონკურენტი იყო. მეოთხე საუკუნეში მითრაიზმი ისტორიულ ასპარეზზე დამარცხდა, მაგრამ სინამდვილეში ის არსად გამქრალა. მან უბრალოდ ფორმა იცვალა და შეუმჩნევლად შეიჭრა როგორც თანამედროვე რელიგიებში, ისე ჩვენს კულტურულ დნმ-ში.

🗝️ რას გაიგებთ ახალ, ექსკლუზიურ სტატიაში? ჩვენ ვხსნით საუკუნოვან არქეტიპულ კოდებს და ვაშიშვლებთ ისტორიულ პარალელებს, რომლებზეც ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ:

☀️ რატომ აღვნიშნავთ შობას მაინცდამაინც 25 დეკემბერს და რა კავშირშია ის მითრას უმთავრეს დღესასწაულთან — „უძლეველი მზის დაბადებასთან“?

☀️ რატომ აღშფოთდნენ მე-2 საუკუნის ქრისტიანი აპოლოგეტები და რატომ დააბრალეს მითრაისტებს წმინდა ზიარების რიტუალის „მოპარვა“?

☀️ რას ნიშნავს სინამდვილეში საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფის — მირიანის სახელი?

☀️ და მთავარი კულმინაცია: როგორ იქცა ქართული „თეთრი გიორგი“ მზიურ მეომრად და რატომ არის ლომისობის უძველესი ტრადიცია (ხარის შეწირვა) რომაული, ელიტური კულტის — „ტავროქტონიის“ პირდაპირი, არაცნობიერი ექო? არქეტიპები არ კვდებიან. ძალა, სინათლე და წესრიგის დამყარების იდეა არასოდეს ქრება, ის მხოლოდ სახეს იცვლის“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა...“ - რას წერს გივიკო დიდია

„ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დაგვირგვინდება...“ - 23 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი

🎥 „ჩემი კაცი არის საქმიანი, უსაქმური თაყვანისმცემლებიც არ მყოლია... რთულ სიტუაციაში ჩემი საყრდენი გახდა“ - ნათია ზარანდია