Digest Logo

„შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორიც დედობა...“ - რას წერს გივიკო დიდია

1776959100
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც დედაზე წერს.

იგი ამბობს, რომ დედები შვილებთან ტკივილს მალავენ:

„დედებს ჰგონიათ რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან და გადაფარონ სხვა უკეთესი რაღაცებით . ფიქრობენ რომ შვილები ვერ ამჩნევენ რომ არ არიან კარგად, რომ არ არიან ბედნიერი. ფიქრობენ რომ ვერ ამჩნევენ შვილები, რა მწარეა მონატრება მამის, „მეუღლის“ და ამის გამო როგორი შებოჭილები არიან ხშირად უსუსურობოსგან.

ჰგონიათ რომ სახლის დალაგებით, სამზარეულოში სადილის კეთებით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით და მოწესრიგებით შეძლებენ გადაფარვას მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა. შვილებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ. ჩვენ მას ვგრძნობთ. ვიცით როდის გტკივათ და გიხარიათ . კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები. შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა.

პ.ს გეფერებით ყველა დედას. ძალიან მინდა რომ კარგად იყოთ. იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ. ყოველი დღე თქვენია“, - წერს გივიკო დიდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დაგვირგვინდება...“ - 23 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი

🎥 „ჩემი კაცი არის საქმიანი, უსაქმური თაყვანისმცემლებიც არ მყოლია... რთულ სიტუაციაში ჩემი საყრდენი გახდა“ - ნათია ზარანდია

🎥 „ცოლს რომ ემიგრაციაში გაუშვებ და ქალის სადღეგრძელოებს სვამ, რომელ პატივისცემაზეა საუბარი“ - ელენა სიყმაშვილი