ლელა კაკულია ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი წინასწარმეტყველია, რომლის პროგნოზები რეალობად არაერთხელ ქცეულა.
სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებები.
ამჯერად კი ვრცელდება წინასწარმეტყველის ძველი ჩანაწერები, სადაც იგი საქართველოს აბრეშუმის გზას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკას ეხება:
„ყველა ანალიზი, რომელსაც პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები გააკეთებენ, მცდარი იქნება“, - ასე შეაფასა ქალბატონმა ლელა კაკულიამ 2013 წელს ის პოლიტიკური დასკვნები, რომლებიც საქართველოს აბრეშუმის გზასთან, ანუ მის სატრანზიტო ფუნქციებთან დაკავშირებით გაკეთდებოდა მომავალში.
ქვემოთ უამრავიდან მხოლოდ სამ ამონარიდს გთავაზობთ ამ თემაზე (აბრეშუმის გზაზე), რომლებიც ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, ვინაიდან წიგნ „ახალ სიტყვაშიც“ ექნებათ ამოკითხული და ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებშიც.
📌2008 წელი, 26 სექტემბერი საქართველო არის შემაერთებელი აზიისა დასავლეთთან; უპირველესად, შავი ზღვა, რომელსაც ფასი არ აქვს. სომხები ქართულ აბრეშუმის გზას ვერანაირად ვერ დაჩრდილავენ და ვერ წაართმევენ მას იმ ფუნქციებს, რომლებიც უნდა შეასრულოს ამ გზამ. ეს ასეა ასი პროცენტით. ამ ხედვით ძალიან ბევრ რამეზე გავეცი პასუხი, ანუ იმ მოვლენების თაობაზე, რომლებიც მომავალში განვითარდება ქართულ პოლიტიკაში. და ყოველივე ასრულდება.
📌2008 წელი, 8 ნოემბერი გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე ათაბაბას დროიდან და სომხეთის გავლით ეს პროგრამა ვერ განხორციელდება. ყველა გაზსადენი და ნავთობის მილი გაივლის მხოლოდ საქართველოზე, ვინაიდან კომერციული თვალსაზრისით, ეს უფრო მომგებიანია. ვხედავ შავ ზღვაში (ანუ მასთან დაკავშირებულ) სერიოზულ პროექტებს. მაინც ყველაფერი გაივლის საქართველოზე. სომხებსა და თურქებს შორის, ან აზერბაიჯანთან ზავის დადებას ვერ ვხედავ.
📌2013 წელი, 18 აგვისტო ყველა ანალიზი, რომელსაც პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები გააკეთებენ, მცდარი იქნება, როგორც ყოველთვის. ვხედავ, აბრეშუმის გზა ამერიკას ჰაერივით დასჭირდება მომავალში. ასეა, ორი დიდი სახელმწიფოს შეჯახება ნიშნავს საქართველოს პოლიტიკაში მომგებიან ცვლილებებს, ანუ საქართველოს გადარჩენას“, - წერს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ...“ - გურამ შეროზია „გარდენია შევარდნაძის“ სკანდალზე
⭕„ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას