ხარკოვში რუსი ოკუპანტების ტყვიას ქართველი, ვალერი ჯიჩოშვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
„დღეს, ხარკოვში საკუთარი ბინიდან გამოსვლისთანავე ოკუპანტის ტყვიას შეეწირა საუკეთესო ქართველი, აფხაზეთის ომის მონაწალე ვალერი ჯიჭოშვილი, მისი ბოლო სიტყვები იყო: მუცლის არეში ვარ დაჭრილი და ქუჩაში ვაგდივარო. ყველამ ერთმანეთს გადავურეკეთ, მაგრამ დახმარება ვერ შევძელით“ - წერს ელისო კოღუა.
„ყველაზე უბოროტო, კეთილი, სულ მომცინარი,კარგი ადამიანი,კარგი მეგობარი,ჩემი ნიკას ნათლია წარსულში როგორ მოგიხსენიო ვალერი პირველივე დღიდან ჩაეწერე მოხალისე მეომართა რიგებში და რამდენიმე საათის წინ შეიწირა შენი სიცოცხლე ნაბიჭვარმა პუტინმა ხარკოვში.ვალე ყველას მაგრად დაგვწყვიტე გული მეგობარო.ნათელში ამყოფოს შენი უბოროტო სული უფალმა", - წერს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორ ეხმაურება ქეთა თოფურია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს
🔵„ამ საერთო ემოციების ფონზე, რაგბის თამაში ჯობია მართლა გადაიდოს“ - რას წერს ნოე სულაბერიძე