
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ახლახან მან სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა სათაურით: 16.06.2025 წლის ჩანაწერი ომებზე. სამი ქვეყნის გაერთიანებაზე. ამერიკაზე და ვაქცინებზე.
„რა მოხდება მაშინ როდესაც ჩინეთი გადაასწრებს ამერიკას ეკონომიკური თვალსაზრისით?
მათ აქვთ მაინც შიდა ბრძოლები და ამერიკა არავის არ ჰპატიობს იყოს მასზე ძლიერი. შესაბამისად ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი მომავალ ამ 2-3 წლის განმავლობაში გააერთიანებენ დროშებს, მათი დაპირისპირება იქნება ამერიკაზე.
თუმცა იქამდე, კიდევ ერთხელ ვიძახი, რა არის ეს, თუ არა მესამე მსოფლიო ომი, რაც ახლა ხდება.
ყველაფრის სათავეში დგას ამერიკა, უდიდესი თამაშის წინაშე ატრიალებენ ხალხს. არსებობს 2 ფაქტი, ერთი რაც ძალიან მამშვიდებს არის ის, რომ საქართველო დაცულია და გამოძვრება დიდი პრობლემებისგან, მეორე კი არის ის ფაქტი რომ ვწუხვარ ყველა იმ ემიგრანტზე, რომელიც არის საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - ამბობს გოგა მანია.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: