„რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს, მე ყველასი მოტრფიალე ვარ... ჩემი სიყვარულის დიდო ღმერთო, მე დღითი დღე შენი ტრფობა მკლავს...“ - მღეროდა გოგი დოლიძე.
სიყვარული თუკი მართლა ნიჭია ამ ნიჭით დაჯილდოებული მწერლები მასზე ყველაზე ლამაზად წერენ. დიახ, გურამ რჩეულისთვილისაც პირველი სიყვარული ყველაზე წმინდა და ნატიფია, რა დროსა საკუთარ თავს არ ეკუთვნის ადამიანი.
„ოხ, რა მძაფრად ვგრძნობდი პირველ სიყვარულს, როგორ ვუფრთხილდებოდი და ვმალავდი ყველასგან, თვით ჩემი თავისაგანაც კი, ეხლაც მაჟრჟოლებს ის ალმური, რომელსაც მისი დანახვა მგვრიდა ხოლმე.
სადაც ის გამოჩნდებოდა, სწრაფად ვცილდებოდი იმ ადგილს. არასოდეს წავიდოდი მისი სამყოფელისკენ, არ ავიდოდი ტრამვაიში, რომელშიაც ის იჯდა. ერთის სიტყვით, ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩემი თავისაც კი მრცხვენოდა, რომ სიყვარული გამომემჟღავნებინა, მაგრამ კაცს თავისი ასეთი დიდი გრძნობის მალვა, რომელიც მასში ასეთ განცდებს იწვევს, დიდხანს არ შეუძლია“, - ამონარიდი გურამ რჩეულიშვილის დღიურიდან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია
🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი
🔵🎥 კაცი, რომელიც მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ გადაარჩინეს, მაშველებს ხელზე კოცნის