ნათელმხილველ ნანული ლალიაშვილს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს, ის ალტერნატიული მედიცინის აკადემიკოსი, ეზოთერული მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. ლეგენდები ცნობილ ნათელმხილველზე ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც ის ევროპაში, რუსეთსა და ამერიკაში მუშაობდა. მასთან სეანსებზე დადიოდნენ მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რაც ასახულია დოკუმენტურ ფილმსა და ფოტოქრონიკებში.
როგორ გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რაც ახლავს თანამედროვე ცხოვრებას - ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„თანამედროვე სამყარო მართლაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს ადამიანებს. სექტემბერში იწყება ახალი ორწლიანი ციკლი, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება გამორჩეული. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შიში ხვალინდელი დღის, არასტაბილურობის, კრიზისების, ქაოსის და არც თუ უსაფუძვლოდ, ის ეტაპი, რომელშიც კაცობრიობა შევიდა, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, პირიქით, ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით, რომლის ნაწილია ყველა ის პროცესი, ბოროტება, ომი და აგრესია, რასაც ბოლო წლებში გავდივართ. ამ ყველაფრის შედეგები 15-20 წლის შემდეგ დადგება.
რა გადაგვარჩენს?
გონიერება, სიფრთხილე და... რწმენა.
რაც არ უნდა უარყონ მავანთა, რომ ტექნიკური პროგრესი, ყველაფრის გადაფასება და ორიენტირი ყოფითზე გახდება გადამწყვეტი, სწორედ ასეთ დროს გვრჩება რწმენა, რომელსაც ვერაფერი წაგვართმევს – რწმენა ბოლომდე ჩვენთან არის.
დღეს ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რომელთაც აქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში, კარიერაში, ბიზნესში. ძალიან გახშირდა ოჯახური კრიზისები. არის ბარიერები, რაც გვიკეტავს გზას წარმატებისკენ. მე ვეხმარები ადამიანებს, გადალახონ ეს ბარიერები და მიაღწიონ წარმატებას საქმეში, ბიზნესში, მოიზიდონ ბარაქა, კეთილდღეობა. არსებობს რიტუალები, წესები, რომელიც უნდა დაიცვათ იმისთვის, რომ სასურველ მიზანთან მიხვიდეთ.
ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი შეპყრობილია ნეგატივით, განიცდის შავი ძალების, ჯადოს, გათვალვის ზემოქმედებას, ამ დროს საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. არსებობს უამრავი მეთოდი და პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია პრობლემების მოგვარება და დასახული მიზნების მიღწევა“, - ამბობს ნანული ლალიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: