პარაფსიქოლოგი ლია ხუციშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც სამყაროში არსებულ პარანორმალურ მოვლენებზე ისაუბრა.
ლია ხუციშვილმა ასევე ისაუბრა, ჯადოებზე, რომლებიც სხვა და სხვა მიზნით კეთდება. ამასთან, ოჯახების დანგრევის გახშირებულ ფაქტებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე.
„ადამიანი როცა გარდაიცვლება, ზოგიერთი ვინმეს სურათს ატანს მიცვალებულს, ისეთისას ვინც ეჯავრება. ღამე აკეთებენ ჯადოებს. ზოგს სიკვდილზე უკეთებენ ჯადოებს. არ გჯეროდეს შეიძლება ასეთების, თუმცა შეიძლება აურა შეგერყეს. დაიწყება თავის ტკივილი, ცუდ ხასიათზე ყოფნა, უფულობა, პირადი ცხოვრების გაუარესება. თილისმები ატარეთ. არსებობს ისეთი თილისმა, რომელსაც არაფერი არ ეკარება, როგორც ადამიანი ისე უნდა ელაპარაკო.
მთელი ოჯახები გაუბედურებულია, ლოგინები აქვთ ჩაკეტილი ცოლ-ქმარს. ვიღაცამ იმაიმუნა რაღაცა გააკეთა. ერთი-ორი წელი შეყვარებული გყავს და უცებ გეუბნება, რომ აღარ უყვარხარ, რატომ? ჯადოები გაქვს გაკეთებული და ამიტომ მიდის შენი ცხოვრება უკან. ყველაფერზე კეთდება.
სასაფლაოზეც კეთდება ჯადოები, ახლა მიეჩვივნენ სასაფალოებს ისე. სასიკვდილო, სიყვარული, ბარაქა, ჯანმრთელობა - ყველაფრის ჯადო კეთდება.
კეთდება ჯადო კვერცხზე, ადამიანი 41 დღეში კვდება. ფულზე ჩაგკეტავს - ბარაქა არ გექნება. სიყვარულზე ჩაგკეტავს - ლოგინი არ გექნება. ყველაფერზე კეთდება. არ უნდა დაწვათ ნაპოვნი ჯადოები, წყალს გაატანეთ.
ყველაზე დიდი ჯადოები არის წინაპრებზე გაკეთებული, რომელსაც ადრე არ ხსნიდნენ. 5 წელიწადში ერთხელ ფეთქდება და ადამიანებს იწირავს. კიბოა ჯადო, აბა სხვა რა არის?! ნელ-ნელა ადამიანს ჭამს. შეიძლება ჯადო არ იყოს, მაგრამ ჯადოზე უარესი თვალია“, - ისაუბრა ლია ხუციშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რაღაც სტილი ვიცვალე მგონი, არა?“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს