Digest Logo

„20-მდე ტყვია ესროლეს, არიან დაჭრილებიც“ - ლევან კაჭარავას მკვლელობის ახალი დეტალები

1656086980
ლევან კაჭარავა

დღეს, ვაკეში ცნობილი ბიზნესმენი  „Silk Road Group“-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს. „ტვ პირველმა“ მკვლელობის დეტალები გაარკვია. მათი ინფორმაციით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც კაჭარავამ წყნეთში, კერძოდ  კაკლებთან, საკუთარი სახლისკენ გადაუხვია.

რამდენადაც ცნობილია, მოკლულს 20-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ კილერის ნამოქმედარია. „ტვ პირველის“ ინფორმაციითვე, არიან დაჭრილებიც.

ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია „მულტიპლექსს“, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნესს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში. 

აგრეთვე წაიკითხეთ

🔵„არაადამიანობით უსიამოვნოდ გამაოცა“ „ყველა საათს დაუკარგე ფასი“... - ზვიად ციკოლია ამ პოსტის გამო სკანდალში გაეხვია

🔵„მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენი არხის ბავშვებს თავს დაესხა ვიღაც შენნაირი „ევროპელი“, ხმას როდის ამოიღებთ..?“ - ნათია ბერიძე კახა კინწურაშვილს