„თავში აუვარდა პოპულარობა“, „ზვიად ჩიტი ციკოლია, რა სამარცხვინო კაცია“, „მართლა ყველა საათი გააჩერე“ - ასე ეხმიანებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ცნობილ სამრეწველო დიზაინერს ზვიად ციკოლიას.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ციკოლიამ ფეისბუკის პირად გვერდზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს:
„ზოგი ლასკალაში სწავლის დაფინანსებას მთხოვს, ზოგიც კოლუმბიის უნივერსიტეტში. ქართულ სასწავლებლებზე ხომ საერთოდ აღარც არაფერს ვიტყვი 200-300 ლარიანები რამდენი მწერს. ჩემი რჩევაა პირდაპირ ხელისუფლებას ან ბანკირებს მისწეროთ, ჩემთან დროს ნუ დაკარგავთ“.
სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წამში, დიზაინერის პოსტი ფეისბუკის კედლიდან კედელზე გადადიოდა და აბსოლუტური უმრავლესობა მას უარყოფითად ეხმიანებოდა. მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც.
იყვნენ ისეთების, რომლებიც ციკოლიას პოსტს ახსნას უძებნიდნენ და ამართლებდნენ:
„მე ყველა სიტყვაში ვეთანხმები!! ამ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ხალხმა აირჩია და 10 წელია, ეს მოცემულობა ხალხს მოსწონს, ამიტომ მიმართონ მთავრობას დაფინანსებისთვის... უკაცრავად რა“, - დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
ადამიანების უმრავლესობამ კი დახმარების მთხოვნელებისთვის ცნობილი დიზაინერის დამოკიდებულების ასეთი ფორმით დაფიქსირება უარყოფითად შეაფასა:
„ნუ დაწერს მაინც, მჯერა რომ ბევრი სთხოვს ფულს, მაგრამ ასე საჯაროდ რა აუცილებელია ჟმოტობა. გული დამწყდა ძალიან“.
„თავში აუვარდა პოპულარობა“.
„როგორ მიყვარდა მისი საათები და ამ კაცმა როგორ დაუკარგა ფასი“.
„რა ცუდი პოსტია“.
„ზვიად ჩიტი ციკოლია
რა სამარცხვინო კაცია“.
„200 - 300 ლარიანები - დასცინის თან.
იფიქრე იფიქრე, აი ამას, როგორ პოსტავ?!
რა სამარცხვინო სტატუსია!“.
„ეს მართლა ციკოლია!
ერთ ადგილზე გაიკეთე მოხდენილად შენი აქსესუარები“.
„მართლა ყველა საათი გააჩერე“.
ცნობისთვის ციკოლიამ 1986 წელს ფოთში, რესპუბლიკურ კონკურსზე სატვირთო მანქანის დიზაინის შექმნისათვის გრან-პრი აიღო. 1987 წელს მოსკოვში, „სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე“ წარადგინა ტრაილერის დიზაინი, რაშიც ბრინჯაოს მედალი მიიღო. 1993 წელს „Air Georgia“–ს მთავარი დიზაინერი გახდა. 1997 წელს მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს ფრანკფურტის ავტოსალონზე, სადაც წარადგინა სრულმასშტაბიანი „Bugatti“-ის მოდელი. 2001 წელს მიწვევა მიიღო კომპანია „Peugeot“-გან კონსულტანტის თანამდებობაზე. 2007 წელს მონაწილეობა მიიღო ელეგანტურობის კონკურსში, „Villa D'Este“ გამოფენაზე და ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონის გამოფენაზე. იმავე წლიდან იაპონური კომპანია „DCI“-ის მთავარი დიზაინერია. 2010 წლიდან მთავარი დიზაინერია ქართულ საკონსტრუქტორო ბიურო „დელტაში“, სადაც პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი 914-ის, დიდგორი მედევაკი-ის და ლაზიკას დიზაინი შექმნა.
აგრეთვე მონაწილეობს სხვა პროექტებში:
2011 წელს საათების კერძო კომპანია „UNIQ“ დააარსა.
2013-2014 წლებში კომპანია „SAIC Motor“-ის კონსულტანტია, სადაც შექმნა მომავლის მანქანების მოდელები.
მის პორტფოლიოში შედის ასევე მრავალი სხვა პროექტი:
„Russo-Baltique Impression“;
„Rolls Royce-coupe“ (ბრიტანელი კოლექციონერისთვის);
ექსტერიერი და ინტერიერი ფრანგული მწარმოებლისთვის, ასევე ექსტერიერი და ინტერიერი პატარა ბიზნეს თვითმფრინავისთვის;
კერძო არქიტექტურა და ინტერიერი.
ავეჯისა და ბოთლების შეფუთვის დიზაინი.
მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში.
ზვიად ციკოლიას ჯილდოები და წოდებები:
1987 - ბრინჯაოს მედალი. მოსკოვი საბჭოთა კავშირის გამოფენა.1993 - Air Georgia competition; კონკურსის გამარჯვებული;2001 - Russo-Baltique.2006 - Red Dot design award Award – საათი Fashion Watch;2011 - ღირსების ორდენი (საქართველო)2013 - ვახტანგ გორგასლის ორდენი მე-2 ხარისხი;2014 - Red Dot design Award შეფუთვის დიზაინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მოერიდეთ კონფლიქტს და საქმის გარჩევას, რადგან დაპირისპირება მხოლოდ თქვენ გაზარალებთ“ - ცაგარელი