Digest Logo

3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 220 ფაქტი გამოვლინდა - დეტალები

1720190515
 უაქციზო თამბაქო

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 220 ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 19 366 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.

შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაგზავნილია განსჯად სასამართლოში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გამოჩნდა ის ახალგაზრდობა, ვისაც ამდენი ხანი გარეთ ეძახდნენ, გამოჩნდა შრომის ფასი, გამოჩნდა სწავლის ფასი, გამოჩნდა რეალური წარმატების ფასი“ - ნუკა არველაძე

„ქარიშხალზე რომ გაფრთხილებდით, სწორედ მაგ დღეს გავხდი ბულინგის, ლანძღვა გინების და წყევლის მსხვერპლი...“ - რას წერს კობა ფარტენაძე

🎥 „სატანური დღეებია, მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ენერგიებს შორის, რაც დედამიწაზე მოდის“ - შაბათ-კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან