Digest Logo

8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯეს

1673370197
 ხანუმ ჯეირანოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 კაცს პატიმრობა მიუსაჯა. 2022 წლის 16 სექტემბერს 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალზე სქესის ნიშნით იძალადეს და დამამცირებლად მოექცნენ - ამ ფაქტიდან ორ დღეში ქალმა თავი მოიკლა.

„მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით). მათ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი სამ კაცს ძალადობიდან თითქმის 8 წლის შემდეგ წაუყენა. სულ ბრალდებულია ხუთი პირი, მათგან ერთის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამას როგორ ანდობენ ხალხს!“ - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან

🔵„ტყემლის ხელის გულზე დასხმამ და ალოკვამ რა დააშავა? რაზე ნაკლები მემკვიდრეობაა?!“ - დათო გორგილაძე

🔵„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მიყვარხართ“ - რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო

წყარო: www.radiotavisupleba.ge