აიძულებდა სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, თანხას კი თავად იღებდა - რა ხდება ცნობილი მარნეულში მომხდარზე. საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში, ბრალდებულმა მოტყუებით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა მას. იგი აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებულ თანხას თავად იღებდა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ ძალადობა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი, ადამიანის გადაბირება მოტყუებით ექსპლუატაციის მიზნით), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მოუთმენლად ველი, რომ ქართული MMA-ის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე!“ - მერაბ დვალიშვილი
⭕ „ტირილს ხომ არ დავიწყებ?“- ლუის ენრიკე დუეს და კვარას ტრავმას გამოეხმაურა