Digest Logo

„მოუთმენლად ველი, რომ ქართული MMA-ის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე!“ - მერაბ დვალიშვილი

1795546978
მერაბ დვალიშვილი

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლეს უზიარებს და ახალ MMA აკადემიასთან დაკავშირებით ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

სპორტსმენი ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ ემოციასა და მადლიერებას, რომელსაც ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას გრძნობს, და აღნიშნავს, რომ მისთვის ქართული MMA-ის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა პრიორიტეტულია.

„ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ახალი MMA აკადემიის გამო. მადლობა ყველას თქვენი საოცარი მხარდაჭერისთვის დღეს და ყოველთვის. მოუთმენლად ველი, რომ ქართული MMA-ის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე! ყველას იქ გნახავთ! წავედით!“, - წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი (მეტსახელად „The Machine“) 1991 წლის 10 იანვარს ვანში დაიბადა. საბრძოლო კარიერა ქართული ჭიდაობითა და ძიუდოთი დაიწყო, 21 წლის ასაკში კი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მშენებლობაზე მუშაობის პარალელურად ვარჯიშობდა.

2017 წელს UFC-ში გადავიდა და სუპერმსუბუქ წონაში ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებებით (მათ შორის ჟოზე ალდოს, პიოტრ იანისა და ჰენრი სეხუდოს დამარცხებით) ისტორიული სერია ააწყო. 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხებით მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა და ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხმამაღლა თქვი...“ - როგორ ჩავიფიქროთ სურვილი 24 ნოემბერს: თაკო მელიქიშვილის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

⭕ „ტირილს ხომ არ დავიწყებ?“- ლუის ენრიკე დუეს და კვარას ტრავმას გამოეხმაურა

🎥 „არანაირი მონაცემებით არ გამოვირჩეოდი... 7 თვეში ისეთი შედეგი დავდე, ჩემი თავის მეც მიკვირდა“ - რას ჰყვება ძალოსანი ლაშა ტალახაძე განვლილ გზაზე

✕