Digest Logo

„ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო“ – ვინ არის ახმეტაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული კაცი

1795893563
აჩი­კო მელ­ქუ­აშ­ვი­ლი

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა  ცნობილია. დაღუპული 30 წლის აჩიკო მელქუაშვილია, რომელიც სოფელ ქისტაურის მკვიდრი გახლდათ.

ტრაგიკული შემთხვევა დღეს, 28 ნოემბერს სწორედ სოფელ ქისტაურში მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას აჩიკო მელქუაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ სამმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას გარდაცვლილის მეზობელი იხსენებს, რომ შემთხვევის დროს ახალგაზრდა კაცი საკუთარ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, სამივე დაშავებული კი მეორე მანქანაში იჯდა.

„ვერ ვიჯერებ ჯერ კიდევ. ისეთი კარგი აღზრდილი ბიჭი იყო, ისეთი ადამიანი. ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო“, – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფული ჩემთან ბრუნდება“ – რა პრაქტიკას უზიარებს გამომწერებს თაკო მელიქიშვილი

🎥 „სრულდება თქვენი ტკივილი“ – ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც გოგა მანიას თქმით, 2027 წელს დიდი ფინანსური წარმატება ელოდება

⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში

წყარო: www.ambebi.ge

✕