თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქე აგრესიული იყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია კაცის მიმართ სპეციალურ საშუალებას, ე.წ. სპრეის იყენებს და ისე აკავებს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. არსებული ცნობებით, კაცი ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელს ეუბნებოდა: „არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავ“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕3 მეცნიერული გზა სწრაფად ჩაძინებისთვის
⭕ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის