Digest Logo

ავარია „ბოლო ზარზე“, მე-12 კლასის მოსწავლეების მანქანა ხეს შეეჯახა - არიან დაშავებულები

1779193007
პოლიცია

კახეთში, სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბოლო ზარის“ აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები არიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად გარე განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილში სკოლის მოსწავლეები და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია

⭕19 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი: „იდეალური დღეა ბანკებთან ურთიერთობისთვის... თქვენი სიტყვა დღეს ოქროდ ფასობს“

⭕„ჩვენ ერთხელ ვცხოვრობთ, მეორე შანსი აღარ გვექნება და ამიტომაც, ვიცხოვროთ ისე, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები სანანებელი არ გაგვიხდეს“ - ასტროლოგი