Digest Logo

ავარია ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე - დაშავებულია 13 ადამიანი

1785060422
ავარია ქუთაისი

ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 13 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახმარება უტარ­დე­ბათ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მგზავრები ტუ­რის­ტე­ბი არი­ან და თბი­ლი­სი­დან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიემგზავრებოდნენ. შემ­თხვე­ვა სო­ფელ არ­გვე­თას­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვარ­და.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

⭕ ნუ გადაყრით ფულს ძვირიან ლოსიონებში! რატომ არის 2 ცალი კივი ტანის კრემზე ათჯერ ეფექტური?

⭕ „რაც მეტი წესრიგია, მით უფრო მარტივად მოვა სასურველი შედეგი“ - 26 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

წყარო: www.ambebi.ge