ქობულეთში, სოფელ ხუცუბნის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით“ – ნინი ყულეჯიშვილი სიყვარულის 6-წლიან ისტორიაზე
⭕ „ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია“ - რატომ არ უნდა დათო ლიკლიკაძეს ქუთაისის კოლორიტის სტატუსი