Digest Logo

ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

1721558632
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულს ბრალი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს.

დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს.

მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი” - რას წერს გიორგი კეკელიძე

⭕ნინო სალუქვაძე მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

⭕დევიდ და ვიქტორია ბექჰემების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Emmy Awards-ზეა წარდგენილი