Digest Logo

ნინო სალუქვაძე მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

1721552719
ნინო სალუქვაძე

26 ივლისს, პარიზში რიგით XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნება, სადაც ტრადიციულად საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

სიმბოლურია, რომ ქართველი სპორტსმენებიდან მსოფლიოს ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე პირველი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე გამოვა, რომელიც ზედიზედ მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას — აღნიშნული შედეგით 55 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი კანადელ იან მილართან ერთად თანარეკორდსმენი გახდება.

ნინო სალუქვაძე სპორტულ კარიერას 1986 წელს ხმაურიანად იწყებს, როდესაც 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი ხდება და მომდევნო წელს, აღნიშნულ ტიტულს წარმატებით იცავს. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის წარმატება უყურადღებოდ არ დარჩენილა და 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხდა.

ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები, რომელსაც სამხრეთ კორეის დედაქალაქმა სეულმა უმასპინძლა, 19 წლის ნინო სალუქვაძემ ორი მედალი მოიპოვა - 25 მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონი გახდა, ხოლო 10 მეტრზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დევიდ და ვიქტორია ბექჰემების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Emmy Awards-ზეა წარდგენილი

⭕„მამარდაშვილს შეუძლია კასილასის და ნოიერის დონემდე მისვლა“ - რინატ დასაევი

⭕„ცეცხლი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

წყარო: lagazzetta.ge