ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ სვამენ ჩინელები მთელი ცხოვრება ცხელ წყალს? - სამედიცინო ტრადიციის დადებითი თვისებები