Digest Logo

„არ ენდო ადამიანის რჩევას, თუ მას თავად, თავის ცხოვრება არ აქვს აწყობილი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1773590937
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„ვისთვის და რისთვის ვიწვალე, რა ფუჭად მიცხოვრია“ ამას ამბობენ თურმე, გარდაცვალების წინ ადამიანების 90%.
გონიერი ადამიანი ხვდება როგორ უნდა იცხოვროს სწორად.

სწორად ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ დღე და ღამე იტანჯო და იწვალო, როგორ ააწყო უზრუნველი ცხოვრება, შენთვის და შენი ოჯახისათვის.

არ არსებობს უზრუნველი ცხოვრება, ეს არის პროცესი, რომლის სადავეებიც ხელთ უნდა გეპყრას და უნდა იცოდე ვისთვის რას აკეთებ. არავის დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო.

თუ მიხვდები ყოფის ზომიერებას, თუ მიხვდები, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობის მსხვერპლი არ გახდე,
თუ მიხვდები, რომ გარკვეული დროით ხარ საჭირო და მერე შენ ასპარაეზი სხვას უნდა დაუთმო, პასუხისთვის მიგიგნია, რატომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე.

მე მივხვდი - მადლიერი ადამიანები შეიძლება ბევრი გყავდეს, მაგრამ დამნახავი არავინ. თურმე შეიძლება მადლიერი იყოს ადამიანი, მაგრამ შენი სიკეთე ვერ დაინახოს. ეს როგორ? არის მადლიერი, გიხდის მადლობას, უყვარხარ. საკმარისია მოადუნო ყურადღება და ვეღარ დაეხმარო, ან რამე კიდე არ გაუკეთო, მომენტალურად ავიწყდება რა გაგიკეთებია მისთვის. ადამიანი, რომელიც დაინახავს შენს სიკეთეს, ის ბოლომდე ხედავს და ახსოვს.
მე ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან უმადური, დაუნახავი ადამიანი, აღარ დავეძებ დაინახავს თუ არა სიკეთეს, უმადური იქნება თუ არა.

არ ენდო ადამიანის რჩევას, თუ მას თავად, თავის ცხოვრება არ აქვს აწყობილი. ხშირად ცხოვრებას გზააბნეული გასწავლის.

ხშირად თაღლითი დახმარების ხელს გამოგიწვდის, რომ დაგღუპოს. ხშირად პატივს გცემენ, რომ მერე დახმარება გთხოვონ. ... და ამ ორომტრიალში თაღლითების, აფერისტების, მოღალატეების, ნაძირლების, მტაცებლების, ნამუს- გაწყვეტილების და გარეწრების გვერდით დგახარ ეკლესიაში და სანთელს ანთებ, შენ არანაკლებ ცოდვილო.
ასე გადის ცხოვრება.

გააზრებულად იწვალე და იტანჯე? დაგიფასდა? მიიღე პატივი? მიიღე რაც გეკუთვნოდა?
რა ტყუილად იცხოვრე და იტანჯე შიშში, რა ტუილა განიცდიდი ყველაფერს, რა ტყულა გიდარდია ყოფა შენი ცხოვრებისა. ახლა დახუჭავ თვალებს, დაიძინებ და დაისვენებ.
მე თქვენზე ცოდვილი“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე?“ - რას ჰყვება მარი ნაკანი

⭕რა არის მარხვა? - მამა გაბრიელის პასუხი

⭕თაკო ჩხეიძე ახალ კადრებს აქვეყნებს - „ქართული სილამაზე“