Digest Logo

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა - დაწყებულია გამოძიება

1777802639
სასწრაფო სასწრაფო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბათუმში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.

დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონის შესაბამისად გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სანამ ჩემხელა არ გახდები, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს“ - ნუგზარ რუხაძე იუბილარია

⭕„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

🎥 ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი 85 წლის გახდა!