ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად დაღუპულია ერთი კაცი და ორი ქალი. ამავე ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თამილამ ჩემს ცხოვრებაში სიწყნარე და სტაბილურობა შემოიტანა“ - გიორგი წერეთელი მეუღლესთან ურთიერთობასა და ჰიტად ქცეულ სიმღერაზე
⭕ თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
🎥 „არ უნდა იყოს სიშავისკენ წასული...“ - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები შებოლილ პროდუქტებზე