გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქმეზე მოსამართლემ სასჯელის ზომა დღეს, 2 ივნისს, განსაზღვრა და გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14- 14- წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ცნობისთვის, 28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ახალგაზრდა მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უნდა გაითავისოს, რომ არის უდიდესი ფეხბურთელი“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე
⭕ „უსამართლოდ მოგექცნენ და სამართლიანად იყვირე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე