Digest Logo

„ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე“ - თელავში პოლიციამ სამი პირი დააკავა

1783773658
ძალადობა ბავშვზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვიღაც ნაძირალა, ტაძრის გალავანს რომ აშარდავდა, „ნაცები“ გაახარა...ვინც წყნარად უყურა მაგ ვიდეოს „ვტორია” მოსაკითხი“ - დაჩი ცაგურია

🎥 „იმდენი უნდა გავაკეთო, რომ გონაშვილივით დავრჩეო...ეს მისი ბოლო სიტყვები იყო“ - მელიტა ფურცელაძე ლევან კბილაშვილზე

⭕ „უკეთ მუშაობს დიპლომატია“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი