Digest Logo

„გარ­დაც­ვლი­ლე­ბი დები არი­ან“ - ზუგდიდში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები

1787484720
პოლიციის ლენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 60 წლის ტყუპი დები, ასევე უფროსი და.

ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი უძლეველი რაზმით შეკვეთილიდან მოგესალმებით“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად ისვენებს

⭕მარიამობის მარხვაში წასაკითხი სამი ლოცვა

⭕„მნიშვნელოვანია, ჩვეული სცენარიდან გამოხვიდეთ და ცხოვრებას თქვენი გაოცების საშუალება მისცეთ“- თაკო მელიქიშვილი 23 აგვისტოს ენერგიებზე