Digest Logo

„გაშველებას ცდილობდა...“ - ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც 26 ოქტომბერს ძმის ქორწილში მოკლეს

1793108296
გურამ ბოიკო

თბილისში, 26 ოქტომბერს 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს.

ინფორმაცია გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“-ს ადგილობრივებმა მიაწოდეს.

ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.

მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გუშინ თბილისში, რესტორან „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.

მათი თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეჭვმიტანილს ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს

⭕ „დაულაგებელი სახლი ფსიქოლოგიურ გადატვირთვას იწვევს“ - როგორ დავიცვათ სივრცე, სადაც ვცხოვრობთ? გიორგი ლობჯანიძე სახლის დაცვის წესებზე

🎥 მართლმადიდებლობა და მედიტაცია: ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს სულიერი პრაქტიკები? ალექსანდრე ჯორჯიკიას განმარტება

✕