Digest Logo

„დაულაგებელი სახლი ფსიქოლოგიურ გადატვირთვას იწვევს“ - როგორ დავიცვათ სივრცე, სადაც ვცხოვრობთ? გიორგი ლობჯანიძე სახლის დაცვის წესებზე

1793091084
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლი ადამიანის ნომერ პირველი საკრალური და ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ჩვენს შინაგან სამყაროს ასახავს.

ლობჯანიძე საუბრობს იმ მნიშვნელოვან წესებსა და ენერგეტიკულ ნიუანსებზე, რომელთა დაცვაც სახლში ჰარმონიისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, თუმცა ეს ტრადიციები თანამედროვეობაში ნელ-ნელა იკარგება:

„სახლი ადამიანის ნომერ პირველი საკრალური ადგილია და დიახ, თქვენს სახლში ყველას შეშვება არ შეიძლება!

სახლი ცოცხალი ორგანიზმია. როდესაც იცვლებით თქვენ, იცვლება მისი ენერგეტიკაც. ის ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეა.

სახლის შესასვლელი არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული სხვადასხვა ნივთით. შესასვლელი ასახავს შესაძლებლობებს და იმას, თუ როგორ ხვდები ადამიანებს ცხოვრებაში.

ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ, ახალ ენერგიას ბლოკავს. სამზარეულო ჯანმრთელობისა და რესურსების სივრცეა. არაფრით არ შეიძლება სახლში საათის გვერდით წამლებისა და მჭრელი, ბასრი იარაღების განთავსება.

მისაღებ ოთახში, სადაც მუშაობთ, კარგი იქნება, თუ უკან კედელს დაეყრდნობით - ეს ეხება თქვენს სამსახურსაც.

ზურგს უკან კედელი სიმტკიცის სიმბოლოა, გაშლილი ველი ან ფანჯრები ნაკლებად იცავს თქვენს სიძლიერეს.

ოთახში დღეში 10 წუთით ფანჯრების გახსნა სახლის ენერგეტიკულ წმენდას ნიშნავს. ამით სახლსაც ასუნთქებთ.

დაულაგებელი, არეული სახლი ფსიქოლოგიურ გადატვირთვას იწვევს.

ადრინდელ ეპოქებში შინ ყველაზე მეტად უწმაწურ სიტყვებს და ჩხუბს ერიდებოდნენ. ხშირი იყო დალოცვა, კურთხევა და ერთმანეთის გამხნევება. შემხვედრი სტუმარიც ასე იტყოდა ხოლმე: „მშვიდობა ამ სახლს“ ან „აქა მშვიდობა“, რა წესებიც დღევანდელობაში ნელ-ნელა იკარგება.

სახლი მთვარის ენერგიას ატარებს, ამიტომ მასთან ემოციური დისბალანსი ცხოვრების ცალკეულ სექტორებში ნეგატიურ ხასიათს იღებს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მართლმადიდებლობა და მედიტაცია: ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს სულიერი პრაქტიკები? ალექსანდრე ჯორჯიკიას განმარტება

🎥 „დიდი გულისტკივილია, რომ თაკოს მშობლები არ ჰყავს... გავუწევ დედობას...“ - ილია სულამანიძის დედა

🎥 რა ხდება „ქრისტეს ასაკში“? - ალექსანდრე ჯორჯიკიას გზა თვითშემეცნებისა და კრიტიკული პერიოდების შესახებ

✕