გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
„ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება“, - განუცხადეს „ქართლის ამბებს“ ტირძნისის საჯარო სკოლაში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი