ასტროლოგიურ სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენა ახლოვდება — შავი მთვარე, იგივე ლილიტი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც თითოეული ნიშნისთვის ახალი გამოწვევებისა და ტრანსფორმაციის ეტაპს იწყებს. ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კარიერული მიზნების, ამბიციებისა და პირადი პასუხისმგებლობების მიმართ. გაიგეთ, რა მთავარი გაკვეთილები ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და როგორ უნდა აირიდოთ თავიდან მოსალოდნელი შეცდომები.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს და წერს, თუ რა გავლენა ექნება ამ ტრანზიტს ზოდიაქოს ნიშნებზე:
„🔮 თხის რქის ლილიტი ორ დესტრუქციულ უკიდურესობას ააქტიურებს:
👑 1. „დიქტატორი“ (აქტიური გამოვლინება): საქმეში ჩაძირვა, ძალაუფლებით, სტატუსითა და კონტროლით მანიპულირება. საკუთარი თავის განდიდების სურვილი: „მე ვარ მთავარი!“ სხვების უგულველყოფა, ან სტატუსით (იღებენ იპოთეკებს/ კრედიტებს) შთაბეჭდილება რომ მოახდინონ სხვებზე.
✋კარმული გაფრთხილება: უხეშ ძალასა და ცივ გათვლაზე დამყარებული ძალაუფლება ენერგიას ფლანგავს, იწვევს დეპრესიას, ჯანმრთელობის პრობლემებსა (ძვლები, სახსრები, კბილები) და სოციალურ კრახს.
🐑 2. „მსხვერპლი“ (პასიური გამოვლინება): პასუხისმგებლობისგან გაქცევა და სხვებზე გადაბრალება. „მე ჩუმად ვიჯდები კუთხეში, გულნატკენი და დაჩაგრული, და ველოდები როდის დამიფასებენ ან სამყარო გამოგზავნის მხსნელს...“
✋ კარმული გაფრთხილება: ეს არის უსუსურობის განცდა, სადაც სხვებისგან იპარავ ენერგიას წუწუნით, ანგრევ შენს მენტალურ ენერგიას. 🛠️ როგორ გაიარო ეს პერიოდი მშვიდობით?
🫵 პასუხისმგებლობა და დისციპლინა: დაეყრდენი ფაქტებს და არა შიშს. თხის რქის მმართველი სატურნი ითხოვს სამი პრინციპის დაცვას: დისციპლინა, რეჟიმი, დროის პატივისცემა!
✋ დააფიქსირე სამუშაო დავალებები წერილობით. გადაამოწმე საბუთები და შეიტანე განაცხადები დედლაინამდე 2 კვირით ადრე.
✋ ნუ ილაპარაკებ სახლში „უფროსის ტონით“. დააბალანსე რაციონალიზმი და "სიცივე".
✋ მიხედე ხერხემალს, ძვლებსა და კბილებს. ნუ აწევ სიმძიმეებს და მოერიდე გადაწვას. ✋ თხის რქის ნიშანში ყველაზე ძლიერი გამოვლინება აქვს ლილიტს, ამიტომ განსაკუთრებით დაეტყობათ ეს ტრანზიტი თხის რქებს, შემდეგ უკვე კირჩხიბებს და მერე ვერძებსა და სასწორებს.
🔮 რას მოიტანს ლილიტის 9-თვიანი ტრანზიტი თხის რქაში შენი ნიშნისა და სახლის გათვალისწინებით ეს ინდივიდუალური კონსულტაციის თემაა, ზოგადი პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის კი აგერ 👇 (გაითვალისწინე: წაიკითხე როგორც მზის, ისე ასცენდენტის ნიშნის მიხედვით).
♈ ვერძი: გამოცდა კარიერაში, სტატუსსა და რეპუტაციაში. მოსალოდნელია უფროსობის მხრიდან თვითნებობა ან თქვენი მხრიდან წარმატების ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილი. მოერიდე ინტრიგებს და ნუ წახვალ პრინციპების წინააღმდეგ სავარძლის გამო.
♉ კურო: მსოფლმხედველობა, იურისპრუდენცია, განათლება და უცხოეთი. ფრთხილად იყავი ცრუ ავტორიტეტებთან და „სწრაფი წარმატების“ დაპირებებთან. ყურადღებით შეამოწმე უცხოეთთან დაკავშირებული დოკუმენტები და სასწავლო ხელშეკრულებები.
♊ ტყუპები: ფსიქოლოგიური კრიზისები, სხვისი ფული, კრედიტები, გადასახადები და ემოციური დამოკიდებულებები. ნუ აიღებ მძიმე ვალებს და ნუ ჩაებმები საეჭვო ინვესტიციებში. ერიდე ეჭვიანობასა და მანიპულაციებს ინტიმურ სფეროში.
♋ კირჩხიბი: ქორწინება, პარტნიორობა (პირადი და საქმიანი), კლიენტები და ღია მტრები. პარტნიორული ურთიერთობები გახდება სარკე. პარტნიორობის თემა საყურადღებოა, ნუ გახდები „მსხვერპლი“ და მკაფიოდ დაიცავი პირადი საზღვრები.
♌ ლომი: სამუშაო გარემო, ყოველდღიური რუტინა, კოლეგები და ჯანმრთელობა. დასვენება ჩასვი სამუშაო განრიგში! და გადამეტებული მოვალეობის განცდაზე იმუშავე. ნუ ეცდები საკუთარი შეუცვლელობის დამტკიცებას ჯანმრთელობის ფასად.
♍ ქალწული: სიყვარული, რომანტიკა, ბავშვები, შემოქმედება და ბიზნესს-პროექტები. ყურადღების ობსესიური მოთხოვნილება. ფრთხილად იყავი აზარტთან, ფინანსურ სპეკულაციებსა და ილუზორულ რომანებთან, რომლებიც იმაზე მეტს გპირდებიან, ვიდრე მოცემა შეუძლიათ.
♎ სასწორი: სახლი, ოჯახი, მშობლები, უძრავი ქონება და შინაგანი უსაფრთხოება. შესაძლოა გააქტიურდეს ძველი საოჯახო ტრავმები ან დაიძაბოს ურთიერთობა ნათესავებთან. სიფრთხილე გმართებ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას.
♏ მორიელი: კომუნიკაცია, ინფორმაცია, დოკუმენტები, სწავლა, და-ძმები და მეზობლები. მოსალოდნელია ჭორები, ინტრიგები და ინფორმაციის დამახინჯება. ყოველთვის გადაამოწმე ფაქტები და აკონტროლე საკუთარი სიტყვები.
♐ მშვილდოსანი: ფინანსები, შემოსავლები, პირადი ფასეულობები და თვითშეფასება. სწრაფი გამორჩენის სურვილმა შეიძლება შეცდომებამდე მიგიყვანოს. ნუ გაზომავ საკუთარ ღირსებას მხოლოდ საბანკო ანგარიშით. მოერიდე იმპულსურ, სტატუსზე ორიენტირებულ შოპინგს.
♑ თხის რქა: ლილიტის ეპიცენტრი! იმიჯი, ეგო, პიროვნება და ქცევა. გაიზრდება სურვილი ყველას დაუმტკიცო შენი ძალა და ავტორიტეტი. მოერიდე სიცივეს, სიხისტესა და ტირანიას. იყავი აუთენტიკური და ნუ ითამაშებ სხვის როლს.
♒ მერწყული: ქვეცნობიერი, ფარული პროცესები, შიშები, იზოლაცია და საიდუმლოებები. შესაძლოა ამოტივტივდეს ძველი შიშები და გაჩნდეს რეალობისგან გაქცევის სურვილი. საუკეთესო დროა ფსიქოთერაპიისთვის, მედიტაციისა და ჩრდილთან მუშაობისთვის.
♓ თევზები: მეგობრები, კოლექტივი, სოციალური ქსელები და მომავლის გეგმები. შესაძლოა გამოვლინდეს ფარული კონკურენცია ან მეგობრობის გამოყენება გამორჩენისთვის. გადაამოწმე, ვინ არის შენი ნამდვილი თანამოაზრე და ნუ აჰყვები კოლექტიურ ილუზიებს“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს...“ - 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🎥 მაშველებმა მესტიაში დაშავებული ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს