გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
„დედა და შვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს”, – უთხრეს „მოზაიკას“.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕15 წლის მოზარდს ბიძა სექსუალურად ავიწროებდა, დეიდა კი სცემდა - საზარელი ისტორია
🎥 თეონა კონტრიძემ წონაში საგრძნობლად დაიკლო - ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი