Digest Logo

გურჯაანში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

1771742515
ლენტილენტილენტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. 

ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.

ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ხოლო მერვე ნაწილი უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, თუ ეს ქმედება ჩადენილია სიმთვრალის მდგომარეობაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მეომრის ფსიქიკა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, მეომრის, ქრისტიანს არ ეპატიება სისუსტე...“ - თეოდორე გიგნაძე

⭕ ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში