ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენ ბრძოლა არა გვაქვს ადამიანის წინააღმდეგ,
არამედ დაცემული ანგელოზების წინააღმდეგ,
დემონური სამყაროს წინააღმდეგ...
სამწუხაროდ, ეს ომი ისე გვაქვს ხშირად წაგებული — სასიკვდილო სარეცელზე ვხვდებით მხოლოდ,
იქ კი, უკვე, ყველაფერი გვიან არის.
ეს ბრძოლა ძალიან სასტიკია,
და ძალიან მზაკვრული,
მაგრამ იარაღს გვაძლევს პავლე მოციქული, ეს იარაღი არის სარწმუნოებითი სათნოებანი;
პავლე მოციქული გვაფრთხილებს — გაძლიერდით და იყავით მისიონერნი,
ანუ, არა მარტო თქვენ გაძლიერდითო, არამედ სხვებიც გააძლიერეთო და იქადაგეთ ქრისტე,
იქადაგეთ სახარებაო — ეს ჩვენი ვალდებულებაა.
ეს ბრძოლა შიგნით მიდის, უპირველეს ყოვლისა, ანუ ჩვენ უნდა აქტიურნი ვიყოთ,
არ შეიძლება პასიურობა,
მეომრის ფსიქიკა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, მეომრის,
ქრისტიანს არ ეპატიება სისუსტე“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება