
იტალიური მედიის ცნობით, 2 მარტს ნეაპოლის კაპოდიკინოს აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საბერძნეთი 11 წლის განმავლობაში ეძებდა. Eurosport-ის ცნობით, 38 წლის პირმა, რომელიც თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა ნეაპოლში, გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე აიღო პასპორტი და ის „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ მატჩზე დასწრებას აპირებდა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა 2012 წლიდან.
Assurdo a Napoli, latitante georgiano arrestato: era arrivato con un charter per vedere Kvaratskhelia https://t.co/ouNz7AXpUV pic.twitter.com/9AacSK1flX
— Spazio Napoli (@Spazio_Napoli) March 3, 2023
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უჰ, აი, მართლა დივა“ - შთამბეჭდავი კადრები ლელა წურწუმიას კონცერტიდან
🔵გვანცა დარასელიას ზღაპრული მოგზაურობა მაიამიში - როგორ დროს ატარებს ცნობილი ტელეწამყვანი