კახეთში, სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი სავარაუდოდ გაიტაცეს.
ოჯახის ახლობლის ცნობით, სავარაუდო გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს. ამავე ინფორმაციით, ქალს სამართალდამცველები ეძებენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: