დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: