Digest Logo

„ხელწერილი ჰქონდა, ჩემი შვილიშვილი მეექვსეა“ - ახალი დეტალები 23 წლის გოგოს გატაცების საქმეში

1627993376
დაკავება

მცხეთის სოფელ მუხრანის ცენტრიდან 23 წლის გოგო, 40 წლამდე კაცმა სამ თანამზრახველთან ერთად გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როცა გოგო სამუშაო ადგილს კეტავდა. ინფორმაცია „დაიჯესტს" წყარომ მიაწოდა. ამ წუთებში დაზარალებული პოლიიციის განყოფილებაში იმყოფება.

მშობლებს ამ დრომდე მისი ნახვის საშუალება არ აქვთ, უცნობია როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გამტაცებელს მანამდე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

„მანამდე ხელწერილი ჰქონდა მუხრანის განყოფილებაში, 15 დღის წინ გაფრთხილება მივეცითო, არანაირი პრობლემა არ იქნებაო, მოიტაცა ჩემი გოგო ოთხი ბიჭით. ხელწერილი აიღეს. მთავრობასაც ვთხოვ, რომ მოდიან ხმა მოგვეცით, ეს არის რომ გვერდში გიდგებოდით?! ახლა რა ხდება? 40 პოლიციის მანქანა იყო, მთელი დღე აქ გავათენეთ", - ამბობს გატაცებული გოგოს მამა, რაშიდ არიოღლი.

გატაცებულის ბაბუა, ალი ნეფალოღლი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი მეექვსეა, ვისაც ბრალდებული ასე მოექცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

გამყრელიძე: ბავშვებში პირბადის ტარებას რეკომენდაციას ვუწევ

VIDEO: ნახეთ, ემოციური კადრები Konoba-ს კონცერტიდან

„წლებია ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები და პატიებას ვთხოვ, პატიებას ვთხოვ, ასევე დედაჩემს, ორივეს სიკვდილში მე ვარ დამნაშავე”