Digest Logo

ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ

1769529800
კრიმინალი-ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის - 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. - ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ).

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ რაც სიკვდილს გამოიწვევდა. მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - განუცხადეს „დაიჯესტს“ შსს-ში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„12 რჩევა ფუძის ანგელოზისგან...“ - რას წერს თამუნა იოსელიანი?

🎥 „ბედნიერები ვართ...“ - ცნობილი „ტიკტოკერი“ წყვილი შერიგდა?

⭕ „სიგარეტი და ალკოჰოლი მხოლოდ ზიანს აყენებს თქვენს სხეულს...“ - რეკომენდაციები მამუკა რაშოიანისგან